განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული მიმართულება კვლავ განათლების სისტემის პრიორიტად რჩება და მთავარი მიზანი იქნება სწრაფად აღმოიფხვრას ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი.
პროფესიული გადამზადების კუთხით, მხარდაჭერილი იქნება მოკლევადიანი კურსები, რაც მოქალაქეებს კვალიფიკაციიის ამაღლების და შესაბამისად, დასამქების შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ პროფესიულ განათლების მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და აუცილებელია, საგანმანათლებლო სისტემამ მოამზადოს კადრები, რომლებიც ადვილად დასაქმდებიან. დღეის მდგომარეობით, ერთი მხრივ, ბიზნესსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, მეორეს მხრივ, განათლების სისტემის მიერ მომზადებული კადრები დამსაქმებლებამდე ხშირად ვერ აღწევენ. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ბევრი მუშაობა მოთხოვნა-მიწოდების პრობლემის გადაჭრის მიზნით.
პროფესიული განათლების კუთხით სიახლე იქნება პროფესიული ასოციაციების და ბიზნესის მაქსიმალური ჩართულობა.
სამინისტროს მიზანი ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება იქნება, რომელიც ბაზრისა და კომპანიების მოთხოვნების შესაბამისად იმუშავებს. ასეთი მიდგომა კი მოიტანს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნას.