საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პირველ მოადგილესთან, მიხეილ გიორგაძესთან, ერთად კულტურისა და სპორტის მიმართულების თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიხეილ ბატიაშვილმა ახლადშექმნილი სამინისტროს სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ორი უწყების შერწყმა უფრო ეფექტურად და სინქრონულად მუშაობის საშუალებას გვაძლევს. უკეთესი შედეგის მისაღწევად კი ერთად აქტიური მუშაობა იქნება საჭირო.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა საუბრისას აღნიშნა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამორჩეული იყო საინტერესო იდეებითა და პროექტებით, როგორც კულტურის, ისე სპორტის მიმართულებით. მისივე თქმით, გაერთიანებული სამინისტროს მუშაობა მაქსიმალურად იქნება შედეგზე ორიენტირებული.
შეხვედრის ბოლოს მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული და მომავალი საქმიანობისთვის.