94 წლის წინ, 1924 წლის 20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია - FIDE დაარსდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საზეიმო ღონისძიება გამართეს.
საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სპონსორი გახდა ჩაი „გურიელი“. თანამშრომლობის მემორანდუმი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და კომპანია „გეოპლანტის“ დირექტომა მიხეილ ჭკუასელმა ვერის ბაღში გამართული ღონისძიების მიმდინარეობისას გააფორმეს.