საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები წარადგინა, რომელიც სისტემაში ახალგაზრდა და ნიჭიერი პედაგოგების შესვლას და, შესაბამისად, ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამისთვის სახელმწიფოს მხრიდან 1,498,500 ლარია გამოყოფილი და მიმართულებების მიხედვით პროგრამა სხვადასხვაგვარად დაფინანსდება.
პროგრამა ახალგაზრდებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელების საშუალებას მისცემს.