ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიხსნა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
21 დღის განმავლობაში ახალგაზრდები დასვენებასთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან, გაეცნობიან ახალგაზრდული ინიციატივების საუკეთესო მაგალითებს სხვადასხვა სფეროში, ასევე ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ქვეყანა წარმოაჩინონ და ახალი მეგობრები შეიძინონ.
პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს.