ქუთაისში საზეიმოდ დაიხურა “რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი”, სადაც ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სკოლების 1500 მოსწავლე დასვენებასთან ერთად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნო.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.
პროეტის მიზანი იყო მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკის, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.