საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - გერმანიის გრან პრიზე - 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებულები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ლევან ქავჟარაძემ (67 კგ) და გიორგიმელიამ (97 კგ) მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, ნუგზარ წურწუმიამ ფინალში თურქი მოჭიდავე დოღუშ აიაჯზი დაამარცხა, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ კი ფინალურ შეხვედრაში ლიეტუვას წარმომადგენელს, მანტას კნისტაუტასს მოუგო.
დორტმუნდის გრან პრიზე 25 ქვეყნის 190 სპორტსმენი მონაწილეობდა.