დასრულდა ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბანაკს სულ 30 ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სტუმრობდა.
ახალგაზრდებმა 21 დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით თუ სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები ახალგაზრდული ინიციატივების თაობაზე, წარმოაჩინეს თავიანთი ქვეყნები და შეიძინეს ახალი მეგობრები.
ბანაკის საზეიმო დახურვაზე, მოზარდებმა საკუთარი გუნდი ქართულ ხალხურ მოტივებზე შექმნილი ემოციური ნომრებით წარადგინეს, დაჯილდოვდნენ სხვადსხვა სპორტულ სახეობაში გამარჯვებული გუნდები. ღონისძიება მოზარდების მიერ შესრულებული ნაციონალური ცეკვებით დასრულდა.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ განახორციელა.