31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბელარუსში იმყოფებოდა.
ქალაქ მინსკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე ბელარუსის განათლების მინისტრს იგორ კრეპაკს, ბელარუსის კულტურის მინისტრს იური ბონდარსა და ბელარუსის ტურიზმისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს ვიაჩესლავ დურნოვს შეხვდა. შეხვედრების დროს, საუბარი შეეხო უწყებებს შორის, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
ბელარუსის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტისას, მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებასაც დაესწრო.