20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“, მაყურებლის წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
21 სექტემბერს, ყველაზე პატარა, 1-4 წლამდე მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „იავნანა“, ხოლო 22 სექტემბერს, პოლონური დასი, მოზრდილი ასაკის (10+) ბავშვებისთვის, წარმოადგენს სპექტაკლს „მთავარი შეკითხვა“. სპექტაკლების დასაწყისი 12:00 და 14:00 საათზე. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
სპექტაკლების გარდა, 23-27 სექტემბერს, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რამდენიმე ვორქშოპი ჩატარდება, რომლებსაც „პინოქიოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი გაუძღვებიან. ვორქშოფის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია; აგრეთვე, გაიმართება მუსიკალური ვორქშოპი.
კოპროდუქცია განხორციელდა პოლონეთის გრანტის Promesa 2018 დაფინასებით, პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.