მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია თემაზე “EU4Innovation: კვლევისა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობა”.
კონფერენცია ემსახურება ევროკავშირის „2020 წლისათვის 20 ძირითადი მიზნების“ დოკუმენტის მე-20 მიზანს, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის კვლევითი და ინოვაციური სისტემებისა და პროგრამების ინტეგრაციას. ამასთან, ეს იყო პირველი საერთაშორისო რეგიონალური ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ნოემბრის სამიტზე დამტკიცებული აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული სტრუქტურის ფარგლებში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე 80-მდე დელეგატმა ევროკომისიიდან, ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან.