საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით, პროფესიულ სასწავლებლებში მეწარმეობის სწავლების ხელშემწყობის პროექტი იწყება.
პროექტის ფარგლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Davis) გამოცდილების საფუძველზე და ევროპული EntreComp კომპეტენციების ჩარჩოს ფარგლებში, დაგეგმილია მეწარმეობის სპეციალური მოდულის შექმნა. შემუშავებული მოდულის საფუძველზე მოხდება პროფესიული სასწავლებლების მმართველობითი რგოლისა და მეწარმეობის მასწავლებლების გადამზადება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწავლების პროცესში ჩართული იქნება კერძო სექტორი. პროექტის პილოტირება სამ პროფესიულ სასწავლებელში მოხდება.
„ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი რაც უნდა გვახსოვდეს არის მეწარმეობა, რომელიც არის ძლიერი და სტაბილური ეკონომიკის შექმნის გარანტი. ძალიან მოხარული ვარ ეს პროექტი რომ ხორცილდება და ველოდები მეტ შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის გასაძლიერებლად“ - განაცხადა პროექტის პრეზენტაციისას აშშ-ს ელჩის მოადგილემ ჯეფ რენომ.
პროექტის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", საქართველოს ინოვაციების და განვითარების სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის წარმომადგენლები და განათლების სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები.