ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ArtDoll Tbilisi ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო. ამადე დღეს, 13:00 საათიდან, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი).
საქართველო წარმოადგენს ოცი საუკეთესო ხელოვანის ნამუშევარს. საავტორო თოჯინა მსოფლიოში პოპულარული ხელოვნებაა. მისი ნიმუშები დაცულია მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებსა და მუზეუმებში, გამოფენილია ცნობილ საგამოფენო დარბაზებში. ფესტივალი 2-4 ნოემბერს საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანების „ჯეოდოლი“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.