თბილისში მდებარე ძიუდოს აკადემიის საშეჯიბრო დარბაზში, კიოკუშინ კარატეში საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2018“ ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 300-მდე სპორტსმენმა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
საქართველოს კიოკუშინ კარატეს ნაკრების სპორტსმენებმა ჯამში 15 ოქროს მედალი აიღეს და გუნდურ პირველ ადგილთან ერთად, კავკასიის თასის მოპოვება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ კავკასიის თასის წლევანდელ გათამაშებაში ევროპის არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი მონაწილეობდა.
„კავკასიის თასი 2018“-ის ფინალურ ორთაბრძოლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო, რომელმაც სპორტსმენებს წარმატება მიულოცა და სამომავლო გამარჯვებები უსურვა.