საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, უნგრეთის ქალაქ დიორში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
ევროპის ჩემპიონის ტიტულს ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) დაეუფლა, ვერცხლის პრიზიორები ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ონისე სანებლიძემ (100 კგ) და გოგონებს შორის ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვეს.
ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 37 ქვეყნის 296 ძიუდოისტი მონაწილეობდა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა.