შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2018 წლის 10 დეკემბერს, 18:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება ,,სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.
კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 26 ივნისს. კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიური და წარმატებული მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, ქართული მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.
ჯილდო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით.
თითოეულ კატეგორიაში გაიცემა მხოლოდ ერთი ფულადი ჯილდო და 1 წარჩინების სიგელი.
წელს კონკურსი მესამედ გამოცხადდა. ამ დროიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო 151 საკონკურსო განაცხადი და გამარჯვებულად გამოვლინდა 14 განაცხადი. (ამ სამი წლის მანძილზე ჯილდო მოიპოვა 23-მა მეცნიერმა და 35-მა მიიღო წამახალისებელი სიგელი)
წელს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ, რომლებიც მოიცავენ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას გამოავლინეს „სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფისებისათვის“ 2018 წლის კონკურსის 4 ჯილდოს ნომინაციის გამარჯვებული და წამახალისებელი სიგელების მფლობელები.
ჯილდო გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს:
ასევე წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: