საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ქალაქის 200-მდე პედაგოგს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და 2010-2011 წლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა პედაგოგების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, დამამთავრებელი კლასებისათვის სავალდებულო 10 გამოცდაზე, უსაფრთხო სკოლაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
ასეთი შეხვედრების შედეგად, მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენელნი პირადად აცნობენ პედაგოგებს სისტემაში არსებულ მდგომარეობას, მათთან ერთად აფასებენ რეფორმის მიმდინარეობას და სიახლეების დანერგვის ახალ გზებს მასწავლებლებთან კონსულტაციების შედეგად განიხილავენ.
ქალაქ ფოთში: