გასართობ ცენტრ Ballroom-ში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის კიდევ ერთი საინტერესო აქცია ჩაატარა.
მასმედიის ტურნირი ბოულინგში, რომელშიც მონაწილეობდა 11 გუნდი. ტურნირის ფორმატი: 3 ფრეიმი (I წრე, ნახევარფინალი და ფინალი, სადაც 7 საუკეთესო გუნდი უკვე ორ ფრეიმს თამაშობდა).
ტურნირის მხარდამჭერი იყო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანია "ზედაზენი".
ტურნირის პარტნიორი - Ballroom, ყველაზე მაგარი გასართობი ცენტრი.
ტურნირის ჩემპიონი გახდა გაზეთი "24 საათი", რომლის შემადგენლობაშიც ორი დამსახურებული ვეტერანი (კახა ფაჩუაშვილი, გრიგოლ გურასაშვილი) და ერთი ახალი წევრი (ბიჭი ივანიშვილი) იყვნენ. ფინალში ამ გუნდმა 525 ქულა დააგროვა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (ერთ ფრეიმში - 198 ქულა) გახდა თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრი მიხეილ ამაშუკელი.
ფინალისტებიდან ყველა გოგონა მონაწილემ Ballroom--ისგან სპეციალური ვაუჩერი მიიღო.
ტურნირის სპეციალური მონაწილე იყო მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი. ტურნირის სახე იყო ცნობილი ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი. ტურნირში მიიღეს მონაწილეობა საკალათბურთო კლუბებმა "დელტამ" და "დინამომ". ასევე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ცურვაში.
მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): "ჩვენი პარტნიორების დახმარებით კიდევ ერთი საინტერესო ტურნირი დავასრულეთ და უკვე ვემზადებით 27 დეკემბრისთვის, როდესაც ჩვენი ვერსიით 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება ჩატარდება. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს და მონაწილეს."