საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივების ერთ-ერთ პრიორიტეტს ცალკეული მიმართულებების განვითარების მიზნით სპეციალური მაპროფილებელი სკოლების შექმნა წარმოადგენს. სპეციალიზირებულ სკოლებში ამა თუ იმ მიმართულებით გაძლიერებული სწავლება წარიმართება.
ბათუმში სპეციალიზირებული ფიზიკა-მათმატიკური სკოლის დაარსებით რეგიონში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაძლიერებულად შეისწავლონ ფიზიკა-მათემატიკის დისციპლინა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ სკოლის პედაგოგები, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ფიზიკა-მატემატიკური სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების უფასოდ ჩატარების შესახებ.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აჭარაში შეიქმნება ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლა. რომლის შემდეგაც თბილისა და ქუთაისის შემდეგ უკვე აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებსაც საშუალება ექნებათ ადგილზე გაძლიერებულად შეისწავლონ აღნიშნული დისციპლინები. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სკოლების მოსწავლეები იმარჯვებენ სასკოლო ოლიმიადებში და არიან წარმატებულნი, რაც მთლიანობაში ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.