ლალი ებანოიძის განცხადებით ძალზე მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს შორის შემოქმედებითი და ინტელექტუალური კონკურსების მხარდაჭერა, რასაც სამინისტრო მუდმივად ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს.
კონკურსანტებს იაპონელი გოგონას - სადაკო სასაკის ტრაგიკული ისტორია შემოქმედებითად უნდა გაეაზრებიათ და შეექმნათ ნახატი, რომელშიც გამოხატული იქნებოდა საკუთარი აზრი, განცდა, ემოცია, შთაბეჭდილება და დამოკიდებულება სადაკოს ტრაგიკული ისტორიისადმი. ჟიურის მიერ 100 საუკეთესო ნახატი შეირჩა, რომელთა ავტორთაგან სამ-სამი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი I, II, III ხარისხის პრიზებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სადაკო სასაკის ისტორია ყველა იაპონელისათვის ცნობილია. გოგონა 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების თვითმხილვევი იყო და 1954 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა. მეგობრებმა, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი სიმამაცით და სიძლიერით, სადაკოს წერილები წიგნად გამოსცეს. სადაკოს 1000 ქაღალდის წეროს ამბავი კი ლეგენდად იქცა. ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში დგას სადაკოს ბრინჯაოს ძეგლი ოქროსფერი წეროთი ხელში.