28 იანვარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა სემინარი სახელწოდებით "21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა". ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ბარტოლიმ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნეს.
სემინარი თემაზე "21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა" გამართა საქართველოში იტალიის საელჩომ, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ტექნოლოგიათა ინსტიტუტი (ITABC-CNR), ტურინის ეგვიპტური მუზეუმ და ისეთი მოწინავე იტალიური კომპანიები, როგორიცაა - Goppion და Guicciardini & Magni Architetti.
აღნიშნული სემინარი ჩატარდა იტალიის საელჩოს პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა - "ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება". პროექტის მიზანია წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.