საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა იმ სტუდენტებთან, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლობენ და სწავლის გაგრძელებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გეგმავენ.
წელს, სწავლის გაგრძელებას სტუდენტები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაციისთვის დაწესებულ საფასურთან და გამოცდის დაძლევისთვის დაწესებულ ბარიერთან დაკავშირებით. სტუდენტები ასევე ითხოვდნენ ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას.
სამინისტროს მხრიდან შეხვედრას უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდებთან დაკავშირებით სტუდენტებს განუმარტეს, რომ გამოცდისთვის დაწესებული ბარიერის გადალახვა გულისხობს სტუდენტის მხრიდან საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მზაობისთვის მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას.
როგორც შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, 30 იანვარს, 10:00 საათზე, სტუდენტებისგან და მშობლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შეხვდებიან, რომლებიც მათ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის შინაარსობრივ და ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით.