უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, სადაც ბავშვებისა და ახალგაზრდობისთვის უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნაზე მომუშავე წამყვანმა ორგანიზაციებმა ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ მიიღო და მოზარდებისთვის უსაფრთხო ინტერნეტსივრცის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ნათია ზედგინიძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული უსაფრთხო ინტერნეტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში, ყველა სკოლის ინტერნეტიზაცია არის უზრუნველყოფილი, ამავდროულად აქტიურია ის სისტემები, რომელიც მოსწავლეების ინტერნეტთან უსაფრთხო წვდომას და არასასურველი ინფორმაციისაგან მათ დაცვას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით გააქტიურებულია არაერთი ელექტრონული პლატფორმა, მიმდინარეობს ტრენინგები როგორც მოსწავლეებთან ასევე, პედაგოგებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან.