4 აპრილს ლოლიტას საკონფერენციო სივრცეში კონფერენცია „შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2019“ გაიხნა. წლევანდელი აკადემიის მთავარი თემაა: ფესტივალების როლი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ღონისძიებას მასპინძლობენ ორგანიზაციები: შემოქმედებითი კავკასია, შემოქმედებითი საქართველო და შემოქმედებითი ესტონეთი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ესტონური და ქართული წამყვანი ფესტივალების დამფუძნებლებმა საკუთარი ორგანიზაციების მისიებზე, ფესტივალების ინოვაციურად ჩატარების გამოცდილებაზე და სასურველი თუ არასასურველი შედეგების შეფასებაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ესტონელმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ფესტივალის მომზადებისა და ჩატარების ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა ბრენდინგი, დაფინანსება და სერვისების დაგეგმვა.
ღონისძიება ესტონეთის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ გახსნეს. წლევანდელი აკადემიის თემა ადგილობრივ განვითარებაზე შემოქმედებითი ეკონომიკის გავლენის შეფასებაა. აკადემიის ორგანიზატორებიყველასთვის ხელმისაწვდომი პლატფორმის განვითარებას გეგმავენ, სადაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება. შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემიის მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.