განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სამინისტროში ორგანიზებულ შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამოვალო ურთიერთობების გააქტიურებასა და განსაკუთრებით სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის მოძრაობის ნაციონალური დირექტორი, ლაშა გოცირელი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 2019 წლის მსოფლიოს ზაფხულის სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებში წარმატებით იასპარეზა და 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.