203-ე საჯარო სკოლა ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 120 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. 203-ე სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ და იმ განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსა და მეთოდებს ფლობენ, რაც ასეთი საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას აუცილებელია.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.