საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე 147-ე საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
მინისტრი გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს გაესაუბრა და გამოცდების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო. მიხელ ბატიაშვილმა მათ წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას წარმატებით გააგრძელებენ.
„მოგეხსენებათ, დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო. დილიდან მე და ჩემი მოადგილეები სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში ვაკვირდებით, პირადად ვეცნობით გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და ინფორმაციას უწყვეტად ვიღებთ. 147-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ვესაუბრეთ თანამშრომლებს, გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს და დაასტურეს, რომ ყველა პირობა აქვთ ახალგაზდებს შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლილონ საკუთარი ცოდნა. მოგეხსენებათ წელს 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს. საქართველოს მასშტაბით და 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო" - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.