10.07.2019
„სარბიელის“ ტრადიციული,
რიგით მე-18 გამოკითხვის გამარჯვებული გახდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების
და ბელგიური „გენკის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 2018/2019 წლების სეზონის
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გამოკითხვაში მონაწილე 79 სპორტული ჟურნალისტიდან
67 ჩაკვეტაძე საუკეთესოდ დაასახელა. ჩაკვეტაძეს გამარჯვება სპორტის განვითარების დეპარტამენტის
უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემაც მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.