ბათუმში, ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.
კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. სივრცე გათვლილია 1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტსა და 500 მოსწავლეზე.
ირინა აბულაძე: "კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი სრულიად ჯდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების ქალაქების კონცეფციაში, რომელიც გულისხმობს ერთ სივრცეში როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ასევე თანამედროვე საბიბლიოთეკო, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ლაბორატორიების არსებობას."