პროექტის „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იუნესკოს წარმომადგენლებთან და პროექტში ჩართულ ექსპერტებთან რეიკო იოშიდასთან, ლიდია ვარბანოვასთან, ნიკოლოზ ნადირაშვილთან, ასევე პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციის “შემოქმედებითი საქართველოს” წარმომადგენლებთან ვატო ურუშაძესა და ელენე თოიძესთან.
პროექტი „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ მიზნად ისახავს საქართველოში შემოქმედებითი ჰაბების, კლასტერების და მულტიფუნქციური სივრცეების განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი სფეროს საჭიროებათა მოკვლევა და ამგვარი სივრცეების განვითარების შედეგად მიღებული ეკონომიკური, კულტურული და სოციო-ურბანული სარგებლის განსაზღვრა.
ორი წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU/UNESCO Expert Facility on the Governance of Culture in Developing Countries“ ფარგლებში, რომლის მიზანია 12 ქვეყნის მხარდაჭერა, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით.