პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრებისთვის სამდღიანი სემინარი იმართება, რომელიც საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა გახსნა.
„ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ჩვენს სისტემაში კერძო სექტორი შემოდის როგორც გადაწყვეტილების მიმღები და ხარისხის სტანდარტის განმსაზღვრელი. ვფიქრობ ეს გამოიწვევs ძალინ დიდ გარდატეხას და საბოლოო ჯამში ჩვენი ეკონომიკა მიიღებს მაღალ კვალიფიციურ მუშახელს,“-განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა საბწოს წევრებთან მიმართვისას.
საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომლებმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ორგანიზაციას შეეძლება ამა თუ იმ მომზადება-გადამზადების პროგრამების მიწოდება. საბჭოში ძირითადად წარმოდგენილნი არიან კერძო სექტორისა და სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლები.
სემინარის ფარგლებში განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა პროფესიული განათლების ახალი სტანდარტები, საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ სიმულაციურ სამუშაოებში და ადგილზევე შეაფასებენ კოლეჯების მზაობას.