საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესზე, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების, პროფესიული სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა და მათთვის საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციების მინიჭების მნიშვნელობაზე, რაც მისი თქმით, ხელს უწყობს პროფესიული კოლეჯების მიღწევების გაუჯობესებას. ასევე, ისაუბრა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვაზე, სამეწარმეო განათლებასა და კოლეჯების მართვის ახალ მოდელზე, რომელზეც მუშაობა მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება.
შეხვედრის ბოლოს, მინისტრის მოადგილემ, კოლეჯის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა მათ როლს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.