8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის (Euronest) საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სესიას მასპინძლობს.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინე აბულაძემ მონაწილეობა მიიღო სოციალური, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში. მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტარებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს 22 ნოემბერს, ქალაქ ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განათლების მინისტერიალის შედეგები გაუზიარა.
ირინე აბულაძემ ისაუბრა ევროპული განათლების სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ. მათ შორის:
ევროკომისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების სიტემაში მიმდინარე რეფორმები და განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ ახალი პრიორიტეტების განსაზღვრისას დიდი ყურადღება დაეთმობა განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს. ეს კი უფრო მეტ ქართველ სტუდენტსა და მოსწავლეს მისცემს საშუალებას, ისარგებლონ მობილობის მრავალფეროვანი პროგრამებითა და სხვა ბენეფიტებით.
ევრონესტი წარმოადგენს ფორუმს, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა ევროკომისიის მიერ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის კომპონენტი. ფორუმში ევროპარლამენტისა და უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობენ და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დამყარებას უწყობენ ხელს.