პროფესიული კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ვებ-დიზაინისა და ვებ-დეველოპერის სპეციალობის 8 კურსდამთავრებულმა კომპანია „ვებ ჰაუსი“ დაარსა.
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ეწვივნენ და ღია კარის დღის ღონისძიებაში მიიღეს მოანაწილეობა. მათ კოლეჯი დაათვალიერეს და ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლებისა და გადამზადების არსებული პროგრამების შესახებ. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საინტერესო კუთხით წარმოჩენილიყო პროფესიული განათლება და ხაზი გასმოდა აქ მიღებული უნარების სხვადასხვა სფეროში დასაქმებისათვის გამოყენების რეალურ შესაძლებლობას.