„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში", ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.