საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი პროფესიულ დაწესებულებებში საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება. გუნდის წევრები ჩართულები იქნებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების შეფასებისა და ტესტირების პროცესებში. თბილისსა და რეგიონებში მომუშავე გუნდის წევრებისთვის შესაბამისი ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდა, სადაც მათ მიიღეს დამატებითი ინსტრუქციები სსსმ პირებთან მუშაობისათვის. ასევე, მოხდა არსებული გამოწვევების განხილვა და გაანალიზება. ტრეინინგებზე მიღებული ინფორმაცია კიდევ უფრო მოქნილს გახდის სსსმ პირებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას.