საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აგრძელებს. თამარ სანიკიძე ამჯერად, ლაგოდეხში, სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის “აისი“ ფილიალის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სასწავლო კორპუსის გარდა განახლდება სტუდენტების საერთო საცხოვრებელიც. პროექტი მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, რათა საზღვრისპირა მოსახლეობას ჰქონდეს პროფესიული განათლების მიღების საშუალება.