პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მოაწერეს.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლეჯი „აისი“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას ოთხ ლოკაციაზე: კაჭრეთი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ლაგოდეხი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის საინფორმაციო კამპანიას – „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ – ახორციელებს.
ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განათლების მიღებას მსურველები დმანისში შვეიცარიულ აგრარულ სკოლა „კავკასიაში“ შეძლებენ, სადაც პირველი სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.