მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა პროფესიული განათლების მიღებას ამიერიდან ადგილზე შეძლებს. ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და ახალი სასწავლო წლიდან პირველ სტუდენტებს მიიღებს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სივრცე შუახევში
კოლეჯ „იბერიის“ ქუთაისისა და ბაღდათის სასწავლო ბაზებზე შესაძლებელია თანამედროვე პროფესიული განათლების მიღება და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო სექტორთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი დოკუმენტები შეიმუშავა, რომელსაც მთავრობას წარუდგენს
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP), პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის, HR პროფესიონალთა ასოციაცია და საერთაშორისო ციფრული ინსტიტუტი (International Digital Institute, IDI), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ორი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.