გურიის რეგიონში, ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ისტორიული პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიაზე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად შენობის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.
პროფესიული განათლების ევროპული კვირეულის ფარგლებში, ევროპის კომისიის ორგანიზებით, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. პანელურ დისკუსიაში, რომელიც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს მიეძღვნა, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ევროპის განათლების ფონდის დირექტორთან, ჩეზარე ონესტინთან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიიღო.
ფოთის კოლეჯ „ფაზისის“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხი ახალი სახელოსნოს მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
ქობულეთში მულტიპროფილური პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ რეაბილიტაცია დასრულდა. განახლდა კორპუსის მთლიანი ფასადი, რომელიც მორგებულია რეგიონის კლიმატურ პირობებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად გამოიცვალა კოლეჯის სამივე ძირითადი შენობის სახანძრო სისტემა.