ლადო ნაფეტვარიძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის“ მფლობელია. მისი კვლევა სახელმწიფო მართვის პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხს ეხება. ახალგაზრდა მეცნიერი კვლევის ფარგლებში გეგმავს ორი წლის განმავლობაში ციფრული მმართველობის ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითები შეისწავლოს, მიღებული შედეგების საფუძველზე კი ქართულ რეალობაზე მორგებული რეკომენდაციები შეიმუშაოს.
საქართველო და უკრაინა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს სინე რაცოს უმასპინძლა და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამაში Horizon Europe საქართველოს სრული ჩართულობის შესახებ ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა სინე რაცოს საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.