საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ვიკიმედიის ქართული ჯგუფი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებს, საკონკურსო მასალის თემატიკისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობის მიზნით, სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო თემატიკის ნახატების ეროვნულ კონკურსს აცხადებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 21 სექტემბერს ბათუმი სამეცნიერო ღონისძიებას „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ უმასპინძლებს, რომლის მიზანს ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოსწავლეების საზღვაო მეცნიერებებით დაინტერესება წარმოადგენს.
ახალი სასწავლო წლიდან პროექტი „შემოაღე კარი მეცნიერებაში“, რომელიც სკოლებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლობას გულისხმობს, ახალ ეტაპზე გადადის. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მათ მიერვე შერჩეულ კვლევით ინსტიტუტს ეწვევიან, მეცნიერთა საქმიანობას გაეცნობიან და მიიღებენ უახლეს ინფორმაციას მიმდინარე კვლევებისა და სამეცნიერო პროექტების შესახებ. „შემოაღე კარი მეცნიერებაში“, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში ხორციელდება.