საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო წამყვან მეცნიერებს სხვადასხვა უწყებიდან წარმოედგინათ მეცნიერების განვითარების საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეუწყოს მეცნიერებამ ხელი ეკონომიკის განვითარებას.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მორიგი კონფერენცია გაიმართა თემაზე „სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების კრიტერიუმები“.
2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ასოცირებულ უნივერსიტეტებს (ORAU) შორის კვლევითი თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.