ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თავად მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და მისი აყვანა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს. ამჯერად. ალექსანდრე ჯეჯელავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
2016 წლის 17-25 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.