საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით, სამეცნიერო
ჟურნალებისათვის ELSEVIER-ისა და SCOPUS-ის სემინარი ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ: ELSEVIER-ის
ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების
კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში
დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების წარმომადგენლები.
საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
ბიუჯეტი 2016 წლიდან
144%-ით
იზარდება და 13 მილიონის
ნაცვლად, 33 მილიონი
ლარი გახდება. ამ
და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს დღეს კონფერენციაზე სახელწოდებით "შოთა
რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდის
2015 წლის საქმიანობის
შედეგები და
სამომავლო პერსპექტივები".
ეროვნული სამეცნიერო
ბიბლიოთეკის მოწვევით, თბილისში იტალიური კომპანია CINECA-ს
სპეციალისტები იმყოფებიან. საინფორმაციო
პორტალის სისტემის შემქმნელი მეცნიერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ.
2015 წლის 10-17 ნოემბერს, პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება გაიმართა.