საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
ბიუჯეტი 2016 წლიდან
144%-ით
იზარდება და 13 მილიონის
ნაცვლად, 33 მილიონი
ლარი გახდება. ამ
და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს დღეს კონფერენციაზე სახელწოდებით "შოთა
რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდის
2015 წლის საქმიანობის
შედეგები და
სამომავლო პერსპექტივები".
კონფერენციის
ფარგლებში
წარმოდგენილი
იყო
2015 წელს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების
ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობით განხორციელებული კვლევების შედეგები;
კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას წარმოჩენილი პრობლემების, საკონკურსო კომისიების მუშაობისა და შეფასების
კრიტერიუმები; საერთაშორისო გრანტები და საქართველოს მეცნიერთა ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში.