„მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ლიტვა და საქართველო 520 წლიანი რეტროსპექტივიდან“. კონფერენცია ორი ქვეყნის რამდენიმესაუკუნოვან მეგობრობას და თანამშრომლობას მიეძღვნა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, სამეცნიერო კაფე საზეიმოდ გაიხსნა.
„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ შენობაში (ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა) გაიმართა პრეზენტაცია ცენტრის ბოლოდროინდელი საქმიანობის შესახებ, რომელიც ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის მერიაში სტაჟირების პროგრამის „დაიწყე კარიერა“ პრეზენტაცია გაიმართა.