გამოცხადდა საბუთების მიღება 2020-2021 სასწავლო წლის ჩინეთი/ UNESCO-ს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების სწავლას ჩინეთის უნივერსიტეტებში.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის პირობების, აუცილებელი საბუთების და ჩინეთის უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ დანართში და ბმულზე; http://www.unesco.org/new/en/fellowships/programmes/unescopeoples-republic-of-china-the-great-wall-co-sponsored-fellowships-programme/
განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 9 მარტის ჩათვლით.