2018 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომლის დანერგვის პროცესშიც ყალიბდება პროფესიული განათლების ახალი მოდელი, რომელსაც სტრუქტურული და შინაარსობრივი კავშირები აქვს განათლების სხვა საფეხურებთან, ხელმისაწვდომია მოსახლეობის ყველა ფენისთვის, აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირებას ქვეყანაში. კანონის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ, მიმდინარე წელს უნდა უზრუნველყონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცება. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: გაეროს განვითარების პროგრამის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები, სადაც განსაზღვრულია კერძო სექტორის, დარგობრივი ასოციაციებისა და ბიზნეს გაერთიანებების აქტიური ჩართულობა პროფესიული განათლების განვითარების ყველა ეტაპზე.
საჯარო კონსულტაციებისთვის წარმოდგენილია შემდეგი სამი დადგენილების პროექტი:
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვაწოდონ მოსაზრებები და კომენტარები მიმდინარე წლის, 31 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
ელ.ფოსტა: pr@mes.gov.ge
სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე: www.facebook.com/MESGeorgia
ტელეფონი: www.mes.gov.ge