საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მომღერლისა და მუსიკოსის, გიული დარახველიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
გიული დახარველიძემ სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი; მუშაობდა თეატრალისა და კინოს უნივერსიტეტის ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად; იყო ტრიო „სამაიას“ წევრი, რომელშიც მასთან ერთად მღეროდნენ ინოლა გურგულია და მედეა სიხარულიძე.